ფლობა _ პყრობა, ჭერა, ქონა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპყრობა“ _ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, მომდევნო ფაზაში ორივე ხელზე მუშტებად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე,