ფხორვა

7

ფხორვა _  ბუმბულის ან ბეწვის შლა, ჭიმვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ინდაური“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაფხორვა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი, ზევით აღმართული თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელის თითების რხევით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.