ფიჭვი

2

ფიჭვი  _   წიწვოვანი ხე, ისხამს მსხვილ, კვერცხისებრ გირჩას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაძვი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელის თითების რხევით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიწვები“ _ წინ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

.