ფინალი _ დასასრული, ბოლო, რისამე უკანასკნელი ნაწილი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.