ფილოსოფია

2

ფილოსოფია _   მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების უზოგადეს კანონზომიერებათა შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“ _ ხელისგული გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხნივაა მიმართული, განზე გაწეული ცერით ხელი ეხება შუბლის მარჯვენა მხარეს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.