ფანქარი _ ხის ბუდეში ჩასმული გრაფიტის მოგრძო წვრილი ჩხირი, რომელიც იხმარება საწერად, სახატავად, სახაზავად
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.