წვეთი

წვეთი  _   სითხის პატარა მომრგვალო ნაწილაკი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

წვა

წვა  _  მეტისმეტი გახურება, ცხუნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

წესრიგი

წესრიგი  _ წესის მიხედვით გამართული ვითარება, დისციპლინა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

წესი

წესი _    გარკვეული ქცევის ნორმა, რიგი, ჩვეულება, კანონი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

წერილი

წერილი _   ბარათი, ნაწერი,  ქაღალდი ზედ მოთავსებული ტექსტით, რომელიც ვისმე ეგზავნება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია   მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და … Read more

Categories

წერა

წერა  _ ასოების გამოყვანა ქაღალდზე ან სხვა საწერ მასალაზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია   მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წელს

წელს   _   ამ წელიწადს, მიმდინარე წელს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წელი“_ სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ახლა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

წელიწადი

წელიწადი  _    წელი, თორმეტი თვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა თავის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

წელი

წელი _  წელთაღრიცხვის ერთეული – დრო, რომელსაც დედამიწა მზის ირგვლივ შემოვლას ანდომებს, თორმეტი თვე, წელიწადი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

წევრი

წევრი  _ ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წევრი

წევრი  _ ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკლავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა მკლავს და მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წებო

წებო   _  ნივთიერება, რითიც სხვადასხვა საგნებს ან საგნების ნაწილებს ერთმანეთზე აკრავენ, ამაგრებენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წებო“ _ ხელისგული მიმართულია წინ, ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება   საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწებება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული … Read more

Categories

წაშლა

წაშლა   _  გაუქმება, მოშლა, მოსპობა, გაქრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და  წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაშლა

წაშლა _  გაუქმება, მოშლა, მოსპობა, გაქრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ნეკით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წაყრუება

წაყრუება  _   განზრახ არგაგონება, ყურის არიდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად,  საჩვენებელი თითი სახეს ეხება ყურთან, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories