მწვანე

1

მწვანე  ნედლი ბალახის, ფოთლის და მისთ. ფერი; ხილვადი სპექტრის შვიდ მარტივ ფერთა შორის უკავია რიგით მეოთხე ადგილი (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი)

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.