მწყემსი

6

მწყემსი  ვინც მწყემსავს (მეცხვარე, მენახირე, მეჯოგე…)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯოხით გარეკვა“ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართული საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, რკალური ტრაექტორიით სრულდება  მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.