მწნილი – საგანგებოდ დამჟავებული ბოსტნეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩატენვა (საჭმლის)“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.