მშვიდობით _ ნახვამდის, დამშვიდობების ფორმა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშვიდი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვამდის“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.