მშრალი – რაც გაშრა, სისველეს, სინოტივეს მოკლებული
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და წინ და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.