მოუთმენელი – რისი მოთმენაც არა შეიძლება, აუტანელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ – ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ზევით აღმაღთული ცერი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.