მოუდრეკელი

8

მოუდრეკელი დაუმორჩილებელი, გაუტეხელი, შეუდრეკელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ მაგარი“ / „მყარი“ / „უდრეკი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ირიბ ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად და ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.