მოტყუება – ტყუილის, სიცრუის თქმა, ტყუილით შეცდომაში შეყვანა, შეცდენა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.