მოსავალი – ჭირნახული, პურეულის ან სხვა მცენარეული პროდუქციის აბსოლუტური რაოდენობა, მიღებული ერთ წელს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ /„მცენარე“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.