მოპარული – რაც მოიპარეს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება ნიკაპს და რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახის, მხრებისა და წელის დონეზე.
