მკვლელობა – სიცოცხლის მოსპობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოკვლა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოვლენა“ – წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
