მკვლელი – სიცოცხლის მომსპობი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოკვლა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
