მკურნალობა – კურნება, ექიმობა, წამლობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კურნება“ – მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენააა მიმართული, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განმავლობაში“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
