მხედართმთავარი

11

მხედართმთავარი  ჯარის უფროსი, ჯარის წანამძღოლი, სარდალი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ზევით აღმართული ცერით ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.