მხედარი – ცხენზე მჯდომი, ცხენოსანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.