მხარდაჭერა _ მომხრობა, დახმარების გაწევა, თანადგომა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „მხარი“ / „ბეჭი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარცხენა ხელი ეხება მარჯვენა ბეჭს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.