მეხსიერება – ცნობიერებაში შთაბეჭდილებათა აღბეჭდვისა და მათი აღდგენის, რეპროდუქციის უნარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამახსოვრება“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო განმეორებადი მოძრაობა, ხელები ტრიალებს მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
