მაგალითი – მათემატიკური მაგალითი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“– ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით და სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წრიულად მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.