გოგირდი

6

გოგირდი    სუნიანი ქიმიური ნივთიერება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება ცხვირის წვერს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწამვლა“ ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდ გაშლილია და მარჯვნივ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მარცხნივ გადაადგილდება თითების მონაცვლეობითი რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.