გაუფრთხილებლობა

042

გაუფრთხილებლობა    სიფრთხილის უქონლობა, სიფრთხილის გამოუჩენლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.