გაუბედავად

5

გაუბედავად  –  არათამამად, მორიდებით

 

ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბედვა“  – ქვევით მიმართული და  ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.