გაწურვა – მოჭერით, დაწნეხით წვენის, სითხის გამოდენა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით და ზევით განთავსებული ცერებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.