გაწყვეტა – გაგლეჯა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა – მარცხნივ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და თითები იშლება ბოლო ფაზაში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
