გათენება – განთიადი, აისი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.