გაშეშება – გაჩერება, უმოძრაოდ ყოფნა, გაყინვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გაჩერება“ – ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით წინ მიმართული მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელის მტევანზე. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.