გაშავება – 1. შავად ქცევა, შავად შეღებვა; 2. მზის მოკიდება, გარუჯვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.