გაქვავება

3

გაქვავება     ქვად ქცევა,  ქვასავით გახდომა, გამაგრება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ერთნაირი კონფიგურაციით: გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; მარჯვენა ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.