გაქცევა – სირბილით წასვლა, გარბენა, სწრაფად წასვლა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს წინ და ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.