გაყვითლება – ყვითლად ქცევა, ყვითელი ფერის მიცემა; ყვითლად შეღებვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.