გაყოფილი – დანაწილებული, ნაწილებად დაშლილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სხულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.