გაფრცქვნა

2

გაფრცქვნა     კანის მოცლა, ზედაპირის გადაფხეკა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით და სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა საჩვენებელი თითის ზემოთ მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.