გაფრთხილება – მოსალოდნელი საფრთხის წინდაწინ გრძნობა, სიფრთხილის გამოჩენა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყოფნა“ / „იყავი“ – ხელისგული გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ზემოთ აწეული ცერი თითით ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ სიფრთხილე“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.