განიარაღება – იარაღის აყრა, წართმევა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „იარაღი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაყრა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები მოხრილი თითების წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.