განათება – გაშუქება, სინათლის მიღება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით, ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.