გამწვავება – გართულება, სიმწვავის მომატება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – ხელისგული მიმართულია ზევით, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.