გამყოფი – ის, რაც (ან ვინც) რამეს ყოფს, ანაწილებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და ქვემოთ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყოფა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითები ოდნავ განზეა გაწეული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.