გამოუვალი – გამოსავლის გარეშე, სავალი გზის არმქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური
სიტყვა-ჟესტი „გზა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.