გამოუთქმელი

10

გამოუთქმელი     რაც ვერ ითქმება, რაც სიტყვებით ვერ გადმოიცემა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“    მარცხენა ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს წინ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.