გამოუკლებლივ – სრულად, რამის დაკლების, ჩამოშორება-ჩამოცილების ან გამოთიშვის გარეშე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოკლება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.