გამოცხადება – ინფორმაციის, ცნობის ან ამბის გამოქვეყნება, საჯაროდ გამოტანა, გამომზეურება (ერთი ადამიანის მიერ)
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული, გაშლილი ცერით, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ გაწეული და ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.