გამოთქმელი რაც ვერ ითქმება, რაც სიტყვებით ვერ გადმოიცემა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მოძრაობს წინ და ეხება ძ-კონფიგურაციის პასიური მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხნივ მიმართული მარცხენა გაშლილი ხელისგულის ზედაპირზე წინ და მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელის თითები გარეთა რკალური მოძრაობით უარყოფას გვიჩვენებს. მოძრაობა სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.