გამომწვარი

9

გამომწვარი   რაც გამოიწვა ცეცხლზე, ან რამე ცხელ ნივთზე შეხებისას

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცეცხლი“  ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.