გამომცხვარი – ის, რაც გამოცხვა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.